суббота, 14 мая 2011 г.

proeqti


სასწავლო  პროექტი

პროექტის  სახელწოდება:    „ფრთხილად   შიდსი“

პროექტის  მთავარი  იდეა  (თემა):  მოსწავლემ  მოიძიოს  ინფორმაცია  ამ  სასიკვდილო  სენის  შესახებ  და  გააცნონ  ეს  სკოლის  მოსწავლეებს.

პროექტის  აქტუალობა:  საქართველოში   შიდსის  ინფექციის  გავრცელება  
შემაშფოთებელია.   არავის  არ  უნდა  ამ  საშინელი  დაავადების  მსხვერპლი  გახდეს.ამიტომ  თითოეული  ჩვენთაგანის  მოვალეობაა  შევაჩეროთ  შიდსი,  შევებრძოლოთ  და  არ  დავუშვაღ  ეპიდემიის  გავრცელება  საქართველოში.

პროექტის  მიზნები:  მოსწავლეებს  განუვითარდეთ  კვლევის,  ინფორმაციის  მოძიების,  ჯგუფში  მუშაობის,  ნამუშევრის  წარდგენის  უნარ–ჩვევები.

მონაწილეთა  ასაკი:  14–15  წელი.

ვადები:  2  კვირა
.
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები  რაც  შეიძლება  შეიქმნას/ –  
მოსწავლეები  უფრო  მეტს  გაიგებენ  შიდსის  შესახებ,  მოახდენენ  მიღებული  შედეგების  გაანალიზებას  და  გამოიტანენ  დასკვნებს,რომ  უნდა  იცხოვრონ  ჯანსაღი  და  უსაფრთხო  ცხოვრების  წესით.   პრეზენტაციაზე  დამსწრე  საზოგადოება  მიიღებს  საინტერესო  ინფორმაციას,  დაურიგდებათ  ბუკლეტები.

პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  კომპიუტერი,  ინტერნეტი,  ფორმატი  კედლის  გაზეთისთვის,  ბუკლეტის  დასამზადებელი  მასალა.

პროექტის  მსვლელობა,  (ძირითადი  აქტივობები) – საპროექტო  ჯგუფის  შექმნა,  ფუნქციების  გადანაწილება.

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან  კავშირი/ესგ–სთან  კავშირი:  სამოქალაქო  განათლება.\

პროექტის  ხელმძღვანელი–ნ. გურგენიძე

ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა–gurgenidzenona@gmail.com

პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი– gurgenidzenona.blogspot.com          

Комментариев нет:

Отправить комментарий